თეგი: უცხოელი ტურისტები

მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი უცხოელი ტურისტების დასახმარებლად სამაშველო ვერტმფრენი ჩაერთო

მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი უცხოელი ტურისტების დასახმარებლად სამაშველო ვერტმფრენი ჩაერთო. მესტიაში მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: მწვერვალ თეთნულდისკენ, სადაც ჩარჩენილი ტურისტები იმყოფებიან, მაშველთა ჯგუფი ფეხით მიემართება როგორც ცნობილია, მწვერვალ თეთნულდზე 6 ტურისტი იმყოფება, მათ შორის 2 დაშავებულია. თეთნულდზე ჩარჩენილი ტურისტები დახმარებას ითხოვენ  

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: მაშველებმა მწვერვალ თეთნულდიდან დაშავებული ორი ტურისტის უსაფრთხო ევაკუაცია განახორციელეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა მწვერვალ თეთნულდიდან დაშავებული ორი ტურისტის უსაფრთხო ევაკუაცია განახორციელეს.  სამაშველო ღონისძიება გრძელდება. მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი უცხოელი ტურისტების დასახმარებლად სამაშველო ვერტმფრენი ჩაერთო „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შემოვიდა SOS შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს ესაჭიროება მაშველთა დახმარება. შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, დაზუსტდა ტურისტთა ადგილმდებარეობა და მეხანძრე მაშველთა ჯგუფი სრული სამთო აღჭურვილობით მწვერვალის მიმართულებით ქვეითად გაემგზავრა. რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვასთან დაკავშირებით. გართულებული მეტეო პირობების გამო კი, ვერტმფრენით სამაშველო ღონისძიება დღეს დილით განხორციელდა. მაშველებმა დაშავებული ორი მთასვლელის უსაფრთხო ევაკუაცია უკვე განახორციელეს. უცხოეთის მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ. დაშავებულ მთასვლელთა ინფორმაციით, მათი ჯგუფიდან სამი წევრი გადაადგილდებიან დამოუკიდებლად, ხოლო ერთი-ერთი წევრი გადავარდნილია ნაპრალში, სამაშველო ღონისძიება გრძელდება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: მწვერვალ თეთნულდისკენ, სადაც ჩარჩენილი ტურისტები იმყოფებიან, მაშველთა ჯგუფი ფეხით მიემართება  

მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი დაიღუპა

მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: მაშველებმა მწვერვალ თეთნულდიდან დაშავებული ორი ტურისტის უსაფრთხო ევაკუაცია განახორციელეს უცხოელი ტურისტი ნაპრალში იყო გადავარდნილი და მისი ამოყვანის სამუშაოები რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. ცხედარი უკვე მესტიაში გადაასვენეს. რაც შეეხება დანარჩენ ტურისტს, 2 მათგანი დაშავებულია, დანარჩენი სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი უცხოელი ტურისტების დასახმარებლად სამაშველო ვერტმფრენი ჩაერთო